“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე მერიაში დაგეგმილი

რეორგანიზაციის შესახებ საუბრობს. როგორც კიკვაძე აცხადებს, რეორგანიზაციის მიზანი არ არის ეფექტური მმართველობის დანერგვა. მისივე განმარტებით, რეორგანიზაცია თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გადარჩევასა და არასასურველი კადრების მოშორებას ემსახურება.

“რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოშორებას ემსახურება. მას კიდევ ერთი მიზანი აქვს, რომ გაამართლონ დაანონსებული ხელფასების ზრდა. ეს არის საბიუჯეტო სახსრების მითვისება. შარშანდელი მაგალითის მიხედვით, შტატების შემცირებას სახელფასო ფონდების ზრდა მოჰყვა. შარშან სახელფასო ფონდები მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. წელს კი შეიქმნება არაფრისმთქმელი განყოფილებები და სამსახურები, რაც ბიუჯეტს დამატებითი თანხები დაუჯდება. ხელფასები გაეზრდებათ მაღალი თანამდებობის პირებსა და “ოცნების” პრივილეგირებულ წევრებს,”-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია მერიის სამსახურების შემდეგ, მისა დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპებსა და შპს-ებშიც გაგრძელდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *