“ევროპული საქართველო” ქუთაისის ბიუჯეტში, მრავალსართულიან კორპუსებში არსებული

პრობლემის მოსაგვარებლად, გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაზრდას ითხოვს. როგორც პარტიაში აცხადებენ, 2019 წლის ბიუჯეტში კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად 150 000 ლარია გამოყოფილი, რაც, მათივე განმარტებით, არასაკმარისია.

“150 000 ლარი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს სრულად. აუცილებელია, შედგეს კონკრეტული პროგრამა, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მოხდეს თანხის გაზრდა. ამ პროგრამის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა დამატებითი თანხები, სწორი მენეჯმენტი, რომ ქალაქში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს,”-განაცხადა პარტიის წევრმა მერაბ მეშველიანმა.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და მრავალსართულიანი კორპუსების წარმომადგენლებს შეხვდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *