ქუთაისის მერია ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, ამ დროისათვის ბიუჯეტში გაწერილი პროგრამების დაზუსტება მიმდინარეობს. 

“ბიუჯეტში რამდენიმე მიმართულებით აშკარა ზრდა გვექნება. ეს იქნება ინფრასტრუქტურა თუ სოციალური მიმართულება. ბიუჯეტი საკრებულოდან მერიაში დაზუსტებისათვის და განსახილველად დაბრუნდა. ზუსტდება ყველა ის პროგრამა, რომლებიც ინიცირებულია. რამდენიმე დღეში გვექნება საბოლოო ვარიანტი,”-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ქუთაისის საკრებულოს 10 დეკემბრამდე გადაეგზავნება. სხდომაზე განსახილველად კი ორი კვირის ვადაში გავა.

ქუთაისის საკრებულომ შენიშვნებით ბიუჯეტის პროექტი მერიას 26 ნოემბერს გადაუგზავნა.

ბიუჯეტის მოცულა 53 მილიონი ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *