ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

მუნიციპალიტეტში მან ხმების 58,63 პროცენტის მოგროვება შეძლო, ანუ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ხმა 17 933-მა ამომრჩეველმა მისცა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გირგოლ ვაძაძეს კი 41,37 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ანუ მას ნდობა 12 653-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა.

ზესტაფონში 53 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ დროისთვის ხმები 53-ვე უბანზეა დათვლილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *