“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ცილისწამებაში

ადანაშაულებს ქუთაისის 91-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

თეა დადვანი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის ეთერში გავიდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ის ამომრჩეველს საარჩევნო უბნის გარეთ თანხას სთავაზობდა. უბნის უფროსის მტკიცებით, მსგავსი ფაქტი არც კადრებში ჩანს და არც თანხა გადაუცია ვინმესთვის.

დადვანი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *