პოლიტიკა
ქუთაისში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ნინო თვალავაძის თქმით, 101-ე უბანზე მან აღმოაჩინა კოორდინატორები სიით, მათ სია წაართვა, რის გამოც სცემეს.

"უბანზე შევნიშნე კოორდინატორი სიით, ვიკითხე რა ხდებოდა, მაგრამ უკმაყოფილოებმა გამლანძღეს, ამიტომ გამოვტაცე სია და გავიქეცი. გამომეკიდნენ და გარეთ მყოფმა სამმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. გამაკავეს და ხელზე მაქვს დაზიანება. ამ დროს გამოვარდა ერთი ქალი და განაცხადა, რომ 100 ლარი გავიტაცე, რის გამოც გამოვიძახე პატრული. მათი მოსვლის შემდეგ, ეს ადამიანები დაიმალენ და ახლა ვეძებ, სად არიან და რატომ დამაბრალეს თანხის მოპარვა,"-განაცხადა ნინო თვალავაძემ.

ინციდენტში მონაწილე ადამიანები ამ დროისთვის ადგილზე არ არიან. უბანზე მყოფების თქმით, ისინი ინციდენტს გაერიდნენ, მას შემდეგ რაც სია და თანხა დაიბრუნეს.
| Print |