ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გაიმართება.

თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს, ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

“საკრებულოს რეგლამენტით, რომელიც დამტკიცებულია ნორმატიული მნიშვნელობის აქტით, საკრებულოს რიგით სხდომად მინიშნებულია ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათი, თუმცა, ამავე ნორმატიული აქტის საფუძველზე, შესაძლებელია შეიცვალოს სხდომის ჩატარების თარიღი. აქედან გამომდინარე, რადგან 28 ნოემბერი გამოცხადებულია დასვენების დღედ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგით მე-14 სხდომას 30 ნოემბერს გამართავს,”-ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *