თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა

ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტოა დაბეჭდილი. საარჩევნო ბანერებზე განთავსებული სლოგანი კი ასეთია – “პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი”. ბანერებზე წე­რია ფრა­ზაც – “ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა”.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ქუთაისში ვიზიტის დროს სთხოვეს. ბახტაზე მომხდარში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ბანერებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის ბანერებიც განთავსდა.

“თქვენ რა მიგაჩნიათ იმაში განსაკუთრებულად, რომ “ქართული ოცნება” როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს? ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელიც, ბიძინა ივანიშვილიც,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *