ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზი აშენდება.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში, შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“შეხვედრა გვქონდა ქუთაისელ სპორტსმენებთან. ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. წყალბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფურცლები ქუთაისის სკოლამ დაწერა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქუთაისში დაიწყება ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ტიპის ტურნირის მასპინძლობას,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, მან დავალება განათლების მინისტრს უკვე მისცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *