ხონში სამხედრო პირი გარდაცვლილი იპოვეს.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში იმყოფებოდა. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს,”-ნათქვამია განცხადებაში.  

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ, დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *