პოლიტიკა
"ერთ-ერთი ფილის დამზადების დროს გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რომელიც მალე აღმოიფხვრება"
თეთრ ხიდზე განთავსებულ ციტატებზე ავტორის არასწორად მითითების შესახებ კომენტარი მედიასთან ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა თურმანიძემ გააკეთა. თურმანიძის თქმით, ტექნიკური შეცდომა მალევე გამოსწორდება.

"თეთრი ხიდი ჩვენი ქალაქის ისტორიის მატარებელია. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფილის დამზადების დროს გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რომელიც მალე აღმოიფხვრება. შესაძლოა, ხვალ უკვე გამოსწორებული იყოს,"-განაცხადა თურმანიძემ. 

ციტატები მრჩეველთა საბჭომ და აკადემიურმა წრემ შეარჩია. თავდაპირველად, პროექტის მიხედვით, ფილებზე ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან უნდა დატანილიყო ფრაზები, თუმცა, მას სხვა ავტორებიც დაემატა. 

"ცისფერყანწელთა შემოქმედებაში არც ისე ბევრი ფრაზაა ქუთაისის შესახებ. ასევე, ხიდმა უნდა ასახოს ქალაქის ისტორია, ამიტომ შეირჩა ის ისტორიული ნარკვევები, რომლებიც ცხადყოფს ჩვენი ქალაქის სიძველეს,"-განაცხადა თურმანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე წერია. ნაწყვეტი ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" არის, რომელიც ტერენტი გრანელს ეკუთვნის. ქუთაისის მერიაში აღნიშნულს ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ.

ქუთაისში თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გახსნიდან, 2 დღეში ხიდის საფარი დაზიანდა. ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ალმა რუს საქართველომ" შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
15:39 / 18.01.2019
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
17:05 / 14.01.2019
ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
14:12 / 14.01.2019
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის
23:14 / 11.01.2019
"თუ საკრებულომ არ მოითხოვა, მე მოვითხოვ
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -1 - 8 °C
img
ქუთაისი 0 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019