სამტრედიაში პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად

საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილეობას 4 კანდიდატი იღებდა. “ნაციონალური მოძრაობიდან” აკაკი მინაშვილი, “ქართული ოცნებიდან” რამაზ რუხაძე, “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ნიკოლეიშვილი., კიდევ ერთი კანდიდატი, მალხაზ ნოდია, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. მან ხმების 46.87% მოაგროვა, 40.65% აქვს “ქართული ოცნების” კანდიდატს რამაზ რუხაძეს, 4.33% “პატრიოტთა ალიანისის” კანდიდატმა ზაზა ნიკოლეიშვილმა მიიღო, ხოლო “საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მალხაზ ნოდიამ 8.15% მოაგროვა.

სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი მაჟორიტარი დეპუტატის, ლაშა რუსიას საზღვარგარეთ წასვლა გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *