ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვანში

სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მან ხმების 46,69% მოაგროვა. გრიგოლ ვაშაძეს 26,45 პროცენტი აქვს, დავით ბაქრაძემ 21,93% მიიღო ,შალვა ნათელაშვილმა 1.87%. ხვა კანდიდატების მაჩვენებელი 1 პროცენტზე ნაკლებია. 

ქვეყნის მასშტაბით, საერთო შედეგებით 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ლახავს. სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7%. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ ეს პრეზიდენტის ბოლო არჩევნები იყო და პრეზიდენტის არჩევა 6 წლით მოხდება. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *