ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბაღდათში

გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მან ხმების 38,33% მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა 37,89 % მოაგროვა, დავით ბაქრაძეს 16 ,42% აქვს , შალვა ნათელაშვილმა – 2.88% მიიღო. დანარჩენი კანდიდატების მაჩვენებლები 2 პროცენტზე ნაკლებია. 

ქვეყნის მასშტაბით, საერთო შედეგებით 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ლახავს. სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7%. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ ეს პრეზიდენტის ბოლო არჩევნები იყო და პრეზიდენტის არჩევა 6 წლით მოხდება. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *