“სამართლიანმა არჩევნებმა” ქუთაისში, საღორიის ტყეში “თავისუფალი საქართველოს”

პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავასა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოგი წულაიას პერფორმანსი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეაფასა. 

12 ოქტომბერს, საღორიის ტყეში, კახა კუკავამ გოგი​ წულაიასთან​ და სხვა მხარდამჭერებთან ერთად მოაწყო აქცია-პერფორმანსი. მათი თქმით, საქართველოში გლეხებისთვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს შეშით სარგებლობის უფლების მიღება, ხოლო უცხოელები ძალიან ხშირად საწარმოო მიზნებისთვის უამრავ ხეს იყენებენ. ამის საწინააღმდეგოდ, მათ უკვე წაქცეული ხეები დაჭრეს, საშეშედ​გაამზადეს და ქუთაისში ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.

“სამართლიანი არჩევნების” კვლევაში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 4 საარჩევნო ოლქში, რასაც ძირითადად სხვადასხვა პროდუქტების დარიგებისა და მატერიალური დახმარებების დაპირების სახე ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *