ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ” ყინულის მოედნის

აგრეგატის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ქუთაისის ბიუჯეტიდან აღნიშნულის შესაძენად 218 000 ლარი დაიხარჯება. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 5 ნოემბერს დასრულდება.

“აგრეგატი საქართველოში არ იყიდება, ამიტომ შემსყიდველმა კომპანიამ უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან. ქუთაისის მერიის მიერ იქნა მოძიებული შესაბამისი თანხები და დღეს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ყინულის მოედნის დახურვის შესახებ, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქში აუცილებლად იქნება ყინულის მოედანი და ამას გავრცელებული დეზინფორმაციები ხელს ვერ შეუშლის”, – განაცხადა ქუთაისის მერიის სპორტის ა(ა)იპის მმართველმა კობა ფხაკაძემ.

ქუთაისის ყინულის მოედანი რამდენიმე თვეა დაკეტილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *