“КГБ” – წარწერა ზესტაფონში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო

კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე დაიტანეს. მსგავსი შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც დაფიქსირდა, მათ შორის ოზურგეთსა და ლანჩხუთში. 

“მთელი საქართველოს მასშტაბით გააფუჭეს ჩვენი პოსტერები. პოსტერებზე დახარჯული ფული მენანება, თორემ ისიც კი არ ესმით, რომ ამით ვერაფერს ვერ იზამენ. წაგებული აქვთ ეს არჩევნები და იმიტომ აფუჭებენ პოსტერებს. პოსტერებს ეომებიან მაშინ, როდესაც იდეების ომში მონაწილეობა არ უნდათ,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

შეგახსენებთ, “ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატად იქნება მოხსენიებული.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *