პოლიტიკა
გოგი წულაია ხელისუფლებას: თქვენს გასაკეთებელ საქმეს მე ნუ მაკეთებინებთ
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საარჩევნო შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში დაზიანებული ხე მოჭრეს.  პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას დაზიანებული ხეების მოჭრის უფლებას არ აძლევს მაშინ, როცა ხეების უმეტესობა გამხმარია და მათ მოვლაზე არც შესაბამისი უწყებები ზრუნავენ. პარტიის წევრების განმარტებით, მოსახლეობა გამხმარი და წაქცეული ხეების  შეშად გამოყენებისათვის ჯარიმდება, რაც არასწორია.

"რამდენი ხანია მუხნარის ტყე გასაჭირშია. აქ არსებული მდგომარეობა რამდენჯერმე გავაპროტესტე, თუმცა, ხელისუფლებას ყურადღება არ მოუქცევია. ამიტომ მოვედი, წაქცეული ხე დავჭერი და ჩავაწყვე მანქანაში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თქვენს გასაკეთებელ საქმეს მე ნუ მაკეთებინებთ. მივმართავ მოსახლეობასაც, წაიღეთ დაზიანებული ხეები და გამოიყენეთ. ტყეში ხეები ლპება, ამ დროს კი სოციალურად დაუცველები იყინებიან,"-აცხადებს გოგი წულაია.

"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას თქმით, მოსახლეობა ზამთარში გათბობის გარეშეა, იმ ფონზე, როდესაც მსხვილ ჩინურ კომპანიებს ტყეებში სამრეწველო ჭრების უფლება ეძლევათ.

"მუხნარის ტყეში გამხმარი ხეები ლპება. მთავრობა იქცევა ავი ძაღლივით, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს,"-განაცხადა კახა კუკავამ.

"თავისუფალი საქართველოს" წევრებმა მოჭრილი ხის მასალა სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში
სახელმწიფო რწმუნებული
15:57 / 20.08.2019
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული
ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრებს აგრძელებს.
12:28 / 20.08.2019
ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ჭიათურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის
15:02 / 19.08.2019
ჭიათურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
11:57 / 10.08.2019
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით
მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
21:09 / 07.08.2019
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019