გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა, ირაკლი შენგელიამ ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ

არსებული მშენებარე ობიექტი, სადაც ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერა.

შენგელიას თქმით, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

“ქალაქში არსებული მწვანე საფარის მოფრთხილება არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამაზე მერის მხრიდანაც არა ერთხელ გაკეთებულა განცხადება. მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, პირადად მოვინახულე ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ არსებული მშენებარე ობიექტი, რომელიც 2013 წელს აღნაგობის უფლებით გადაეცა კერძო მესაკუთრეს. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. ხაზგასმით მინდა დავაფიქსირო, მწვანე ნარგავების დაზიანების ნებისმიერი შემთხვევა გამოვლინდება და ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,” – ამბობს ირაკლი შენგელია, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სკვერში ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *