მწერალმა დათო ტურაშვილმა პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხზე საკუთარი

პოზიცია წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე დააფიქსირა. როგორც დათო ტურაშვილმა განაცხადა, მან პარლამენტის თბილისში გადატანაზე ვერც ერთი მყარი არგუმენტი მოისმინა. მისივე თქმით, დეპუტატებს საკუთარი კომფორტი სურთ ან ქვეყნის ისტორია არ იციან.

“ახალს ვერაფერს გეტყვით, მიზეზი რამდენიმეა, ალბათ ის, რომ ხელისუფლებაში ძალიან ცუდად იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჰგონიათ, რომ სამშობლო მხოლოდ ვაკეშია. ბევრია ხელისუფლებაში გაუნათლებელი, რომლებსაც ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ქვეყნის ისტორიაზე. განცხადებები, რომლებიც მოვისმინე იყო შეურაცხმყოფელი. მაგალითად ის, რომ ამომრჩეველს ვეღარ შეხვდებიან ან ბავშვს სკოლაში ვეღარ შეიყვანენ. იმის მაგივრად, რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია, ეს ადამიანები სამშობლოს ასე ვიწროდ ხედავენ. არ იციან, რომ ქუთაისი დედაქალაქი იყო. დეპუტატებს არ უნდათ პარლამენტი ქუთაისში, რადგან უნდათ კომფორტი. ვერც ერთი დამარწმუნებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რაც მოვისმინე იყო შეუაცხმყოფელი, კომიკური და სასაცილო,”-განაცხადა ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი თბილისში ფუნქციონირებას 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. ქუთაისში არსებული შენობა კი შსს-ს საკუთრებაში გადავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *