ქუთაისის მერის პორტრეტის ავტორი, მხატვარი ლევან გოგიტაძე პერსონალურ გამოფენას აანონსებს.

გამოფენაზე ის პორტრეტები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში შეიქმნა.

“ტილო-ზეთი, ერთი კვირის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები. სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც იქნება მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები. პორტრეტები კიდევ დაიხატება, ეს დასაწყისია, გამოფენის დრო გამოცხადდება, გელით ყველას. მთავარი არსი გამოფენის იქნება ქველმოქმედება,”- ნათქვამია მხატვრის მიერ გამოქვეყნებულ ანონსში.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიტაძე იტალიაში, კოზენცაში 20 ქუთაისელ მხატვართან ერთად გაემგზავრა. მხატვრებმა პლენერში მიიღეს მონაწილეობა. გოგიტაძემ იტალიაში ყოფნის დროს დახატა ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *