პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას საზოგადოება “ქუთაისელში” ეხმაურებიან.

განცხადება სოციალურ ქსელში საზოგადოების პრეზიდენტმა თეიმურაზ ლანჩავამ გააკეთა.

საზოგადოება “ქუთაისელში” მიიჩნევენ, რომ პარლამეტი ქუთაისში უნდა დარჩეს და მის შესანარჩუნებლად ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა იაქტიურონ.

“თბილისი საქართველოს დედაქალაქია და დიახაც უნდა იყოს პრივილეგირებული და გამორჩეული, მაგრამ ყველაფერმა თბილისში არ უნდა მოიყაროს თავი. დედაქალაქი არ უნდა დაემსგავსოს თავკომბალას. მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება რაიონებსა და ქალაქებს, რათა მნიშვნელოვნად მონაწილეობდნენ ქვეყნის მშენებლობის საერთო საქმიანობაში. მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა გაიხსენონ თბილის იქეთ არსებული ქალაქები და რაიონები და დაპირებები, რომელსაც არჩევნების წინ იძლევიან, ნახევრად მაინც უნდა სრულდებოდეს. ქალაქის მიერ არჩეულმა მაჟორიტარებმა მეტად უნდა იაქტიურონ და მხარი არ დაუჭირონ წინადადებას პარლამენტის თბილისში გადატანის შესახებ,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. პარლამენტი ფუნქციონირებას დედაქალაქში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გააგრძელებს. ქუთაისში არსებული შენობა კი შსს საკუთრებაში გადავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *