პოლიტიკა
"პირადად მე ვერანაირად ვერ შევეგუები, რომ ქუთაისმა საპარალამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგოს"
"პირადად მე ვერანაირად ვერ შევეგუები, რომ ქუთაისმა საპარალამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგოს,"- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არასწორია და ქალაქის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

"იყო დიდი იმედი, რომ ქუთაისში პარლამენტი დარჩებოდა. მესმის, როდესაც ამობობენ: რა მოგვიტანა პარლამენტმა ქუთაისში - ვერც მოიტანდა ის ვერაფერს, როდესაც 2012 წლიდან, პირველივე დღეებიდან დაიწყო ლაპარაკი რომ ქუტაისიდან უნდა გადავიდეს პარლამენტი. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და ამას მალე დაინახავს მოსახლეობა. მე მხოლოდ კარგი მინდა ქუთაისითვის. ვერანაირად ვერ შვეგუები პირადად იმას, რომ ამ ქალაქმა ეს სტატუსი დაკარგოს. ყველას ახსოვს წინათ არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ გადაიტანდნენ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში. ეს საარჩევნო შიშით იყო გამოწვეული. იყო არაერთი დაპირება, რომ ქალაქი საუნივერსიტეტო გახდებოდა და 2019 წელს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს. თუმცა მე ვიყავი დღეს იქ . ერთი ქვაბულია, ერთი მანქანა მუშაობდა. წარმოუდგენელია, რომ 2019 წელს ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა მიიღოს სტუდენტები. მათ შეეეძლოთ ეთქვათ, რომ როდესაც აშენდებოდა უნივერსიტეტი მერე იფიქრებდნენ ქალაქისათვის საუნივერისტეტო სტატუსის მინიჭებაზე. ამ ტემპებით ეს შეუძლებელია. ეს ერთი ზღაპარია და ვწუხვარ ამის გამო. " - განაცხადა გიგი წერეთლემა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია შეჩერდეს ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის პროცესი, გიგი წერეთელის განცხადებით ეს დამოკიდებულია მოსახლეობის აქტიურობაზე, ქუთაისის მოსახლეობის ხმამაღლა გამოხატულ სურვილზე, რომ პარლამენტი დარჩეს ქალაქში.
| Print |