პოლიტიკა
"ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას"
"სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა 2018 წლის 1 მაისიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებები. ამ პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში ცვლილება განხორციელდა 31 მუნიციპალიტეტში. ასევე, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყო 250 მილიონი ლარი.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ცვლილებები:

ქუთაისი


ქუთაისის ბიუჯეტში შეიცვალა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები. ინფრასტრუქტურული პროგრამის ქვეპროგრამაში გამოიყო თანხა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე, ქალაქში საგზაო უსაფრთხოების, სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად 12,439 ლარით გაიზარდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის პერიოდული რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის გამოიყო დაფინანსება 10,784 ლარის ფარგლებში. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები, ასევე, შეეხო სოციალური ხასიათის პროგრამებს. 285, 000 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებლის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 27 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის და სოციალური პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული სასმელი წყლის მილების შეცვლის, მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის განისაზღვრა დაფინანსება 20,952 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, დაიგეგმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა. ცვლილებების საფუძველზე, თერჯოლაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი, უზრუნველყოფილი იქნება პროდუქტებით ან შესაბამისი თანხებით. ასევე, განისაზღვრა დახმარება ეპილეფსიით და ლეიკემიით დაავადებულ და დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარებისთვის.

ტყიბული

ტყიბულში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხები 388,300 ლარიდან 400, 000 ლარამდე. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი გაიზარდა 17,900 ლარიდან 47,810 ათას ლარამდე, ხოლო საბინაო კომუნალური მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა 10,787 ლარიდან 23,686 ლარამდე, ძირითადად, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ხარჯზე. დასვენებისა და სპორტის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ბიუჯეტის ზრდა მოხდა, როგორც სახელმწიფო ტრანსფერის, ასევე შიდა შემოსავლების ზრდის ხარჯზე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდის თანხა 30,000 ლარიდან 40,000 ლარამდე გაიზარდა.

ხონი

ხონში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოიყო 469,689 ლარი, რის საფუძველზეც დაიგეგმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა აგრეთვე განათლების დაფინანსება, ასევე, გამოიყო თანხა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მათი სათანადო ინვენტარით უზრუნველყოფისთვის.

სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გამოიყო 9,949,400 ლარი. დაიგეგმა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, რისთვისაც გამოიყო 1,761,000 ლარი. 2018 წლის მაისიდან მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივ სოციალურ პროგრამებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, ერთჯერადი ფინანსური დახმარების მუხლი გაიზარდა 100,000 ათასი ლარით.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, კრძალავს ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომელიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო, სახელმწიფო და ადგილობრივი ერთეულის ბიუჯეტში.

"მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი ფორმალურად არ დარღვეულა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალური, ჯანდაცვის თუ ინფრასტრუქტურული ხასიათის პროგრამების დაგეგმვა ან/და განხორციელება წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც შესაძლოა სწორედ, არჩევნების მოახლოებას უკავშირდებოდეს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის კეთილგანწყობის ზრდას ისახავდეს მიზნად. შესაბამისად, არჩევნების წინ ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას და ხელს არ უწყობს არჩევნების წინ თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას,"-ნათქვამია კვლევაში.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების
რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ქუთაისში ყოფილი ციხის შენობის პრივატიზება იგეგმება
14:10 / 21.09.2018
ქუთაისში, ტაბიძისა და მალანიას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე
ვალუტა
EUR
EUR
3.0854
TRY
TRY
0.4172
USD
USD
2.6216
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img