პოლიტიკა
"ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ნაწილს ხელფასიდან 1% ისე ჩამოეჭრათ, რომ მათ გადარიცხვის ოპერაცია არ შეუსრულებიათ" - "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისის" საქმიანობით "სამართლიანი არჩევნები" დაინტერესდა
ქუთაისში საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა არსამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

სამართლიანმა არჩევნებმა წინასაარჩევნო პერიოდის მონტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ფონდის საქმიანობა ამ ანგარიშში, როგორც სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობადაა შეფასებული.

"20 ივლისს, ქუთაისის ადგილობრივი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერია წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით, საქველმოქმედო ფონდის შექმნას ცდილობდა. ფონდის ხელმძღვანელი გახლდათ თამთა ბაკურაძე, რომელიც მერიის ა(ა)იპ "მადლიერების სახლის" დირექტორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია."- წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ნაწილს ხელფასიდან 1% ისე ჩამოეჭრათ, რომ მათ გადარიცხვის ოპერაცია არ შეუსრულებიათ. ჩამოჭრის ოპერაცია შესრულდა ავტომატურად მათი ხელფასიდან, რისი განხორციელების შესაძლებლობაც გარეშე პირს არ უნდა ჰქონოდა.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თამთა ბაკურაძესთან გასაუბრების მიზნით, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი იმყოფებოდა ქუთაისის "მადლიერების სახლში". ორგანიზაციის დამკვირვებელს სახლის დირექტორთან ჰქონდა შემდეგი შეკითხვები: საიდან ჰქონდა საქველმოქმედო ფონდს ა(ა)იპ-ების თანამშრომლების ანგარიშებთან წვდომა და რამდენად კანონიერი იყო ავტომატურად ჩამოეჭრათ მათთვის ხელფასის 1%. ასევე დაინტერესდა რატომ იქმნებოდა ფონდი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ეს აჩენდა ეჭვებსა და შეკითხვებს დაინტერესებულ მხარეებში. თამთა ბაკურაძემ "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და აცნობა, რომ ინტერესის შემთხვევაში დასწრებოდა ფონდის პრეზენტაციას. " - წერია ანგარიშში.

ფონდის საქმიანობა საია-ს ყურადღების ქვეშაც მოქეცა. ა(ა)იპ-ში "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი"თვითმმართველობის ა(ა)იპ-ების თანამშომლები თანხას წინასწარ დარიგებული თანხმობის განცხადებებით რიცხავენ. ამის შესახებ საია-ს ქუთაისის ფილიალში გასულ თვეში რადიო "ძველ ქალაქს" საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ოფიციალურად საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 7ივლისს დარეგისტრირდა. ფონდის საქმიანობა და შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს და "პარტიული ყულაბა" უწოდეს. ქალაქის მერმა და ვიცე მერმა მაშინ განმარტეს, რომ მას მერიასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენება გამორიცხეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში ფონდის თანხების გამოყენება არ მოხდება.

ორგანიზაციები ფონდის საქმიანობას კვლავ დააკვირდებიან.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის
წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.
22:22 / 24.04.2019
ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური
ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422
ათასი ლარი გამოეყო.
20:44 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422 ათასი ლარი გამოეყო.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 16 °C
img
ქუთაისი 5 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019