პოლიტიკა
"ყველა, ვინც დოკუმენტი წარადგინა წავიდა დასასვენებლად, ვინც ვერ წარადგინა ვერ წავიდა"
ქუთაისის ვიცე-მერი, ნინო თვალთვაძე ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს. ვიცე-მერი არ ეთანხმება განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მერიამ ანტისოციალური გადაწყვეტილება მიიღო და იმ შშმ პირების რაოდენობა შეამცირა, რომლებსაც წელიწადში ერთხელ, ურეკში 10 დღით დასასვენებლად უშვებდნენ. ნინო თვალთვაძე ის განცხადებაც უარყო, რომლის მიხედვითაც 2018 წელს ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმში ცვლილებები შევიდა.

"ეს არის აბსოლიტური სიცრუე, ბენეფიციართა რაოდენობა არ შემცირებულა. 2017 წლის ბიუჯეტშიც ეწერა, რომ არსებობდა ბენეფიციარების შერჩევის ორი კრიტერიუმი. პროგრამის ფარგლებში ორი ჯგუფი მიდის ურეკში დასასვენებლად, შშმ ბავშვები 18 წლამდე და 18 წელს ზევით მყოფი ბენეფიციარები. ბავშვები მხოლოდ ფორმა 100-ის საფუძველზე მიდიან. რაც შეეხება სრულწლოვან ბენეფიციარებს, მათთვის სოციალური სტატუსისა და სარეიტინგო ქულის წარდგენაც სავალდებულო იყო,"-განაცხადა ვიცე-მერმა.

როგორც ნინო თვალთვაძემ განმარტა, 2018 წლის კრიტერიუმებში ცვლილებები ბენეფიციართა სასარგებლოდ, მხოლოდ სარეიტინგო ქულას შეეხო. მისივე თქმით, 2017 წელს დაწესებული სავალდებულო სარეიტინგო ქულა 100 000 იყო, ხოლო მაჩვენებელი წელს 150 000-მდე გაიზარდა. ნინო თვალთვაძე ადასტურებს, რომ იყვნენ ისეთი ბენეფიციარებიც, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა ვერ შეძლეს და დასასვენებლად ვერ გაემგზავრნენ.

"ყველა, ვინც დოკუმენტი წარადგინა წავიდა დასასვენებლად, ვინც ვერ წარადგინა ვერ წავიდა. ნამდვილად იყვნენ ბენეფიციარები, ვინც ვერ წარადგინეს სტატუსის და ვერც ქულის დამადასტურებელი საბუთი, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვქონდა მათი გაშვების კანონიერი უფლება. 150 000 ქულა არის ქულა, სადაც ცდომილება გამორიცხულია,"-განაცხადა თვალთვაძემ.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერი განმარტავს, პროგრამისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ შემცირებულა და 2017-2018 წლებში ის 105 000 ლარს შეადგენდა.

"ეს არის ქუთაისის მერიის ანტისოციალური გადაწყვეტილება,"-შშმ პირთა პროგრამაში ბენეფიციარების შემცირება გააპროტესტეს
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის
წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.
22:22 / 24.04.2019
ოპოზიციონერი დეპუტატები ქუთაისის მერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენას სიტყვიერად სთხოვენ.
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური
ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422
ათასი ლარი გამოეყო.
20:44 / 24.04.2019
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიას 3 მილიონ 422 ათასი ლარი გამოეყო.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 16 °C
img
ქუთაისი 5 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019