ქუთაისის მერიასა და ყოფილ თანამშრომელს შორის დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

მერიის სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე ყოფილ უფროსს სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.”ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

“სააპელაციო სასამართლო არ შეცვლის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებას, ეს მშვენივრად მოეხსენება ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, რომლის ინიციატივითაც მოხდა რეალურად ჩემ მიერ მოგებული პროცესის გასაჩივრება. ეს არის დროის გაწელვის პოლიტიკა. ამ პროცესით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მე უკანონოდ, სრულიად უსაფუძვლოდ ვიქენი გათავისუფლებული სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით,”-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლომ ირაკლი კიკვაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიკვაძის სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის დარღვევად ჩაითვალა და ააიპ-მა მას 4 თვის განაცდური უნდა აუნაზღაუროს.

ირაკლი კიკვაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი, ნატა გოგიაშვილი იცავდა. სააპელაციო სასამართლოში კიკვაძის ადვოკატი კვლავ გოგიაშვილი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *