სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტს შშ-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,

ბესიკ ამირანაშვილი დაიკავებს. გუბერნატორები თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს წარადგინა.

ბესიკ ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2012-2013 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013-2014 წლებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2014-2015 წლებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობა მან 2017 წელს გააგრძელა.

ავლეგ ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა

რა ქონებას ფლობს იმერეთის ახალი გუბერნატორი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *