პოლიტიკა
პრემიერი ახალ გუბერნატორებს 11 საათზე წარადგენს
6 რეგიონში ახალ გუბერნატორებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს წარადგენს. წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 11 საათზე დაიწყება. გასულ თვეში თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. თავისუფალია ასევე იმერეთის გუბერნატორის პოსტიც. 

არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორი ალეკო ხოჯევანიშვილი გახდება, ქვემო ქართლის - შოთა რეხვიაშვილი, სამეგრელო - ზემო სვანეთის -  ალექსანდრე მოწერელია,მცხეთა-მთიანეთის - შალვა კერესელიძე, სამცხე- ჯავახეთის -ბესიკ ამირხანაშვილი, იმერეთს გუბენრატორის პოსტს კი შავლეგო ტაბატაძე დაიკავებს.
| Print |