“ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა გასული

და მნიშვნელოვანი პრობლემები გადავწყვიტეთ”,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გუშინ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შენგელიას ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. ქალაქის მერმა მაჟორიტარ დეპუტატს მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას ქალაქში მიმდინარე პროექტები კიდევ ერთხელ შეახსენა.

“ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა გასული და მნიშვნელოვანი პრობლემები გადავწყვიტეთ. მასშტაბურ პროექტებს შევეჭიდეთ. ისეთებს, როგორიცაა მაგალითად, მდინარე ოღასყურას კალაპოტის მოწესრიგება. პროექტი დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება. ამის გარდა, ბევრი პროექტი გვაქვს. წლის ბოლოს როცა ყველა ერთად ჩაგაბარებთ ანგარიშს, დაგანახებთ რამდენი საქმე გვაქვს გაკეთებული ამ ერთ წელში.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *