პოლიტიკა
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ძველი და ახალი პრიორიტეტები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა ერთწლიანი სამუშაო შეაჯამა.
ააიპის წარმომადგენლებმა გასული წლის პრიორიტეტებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

გასული წლის პრიორიტეტებში შენობის ადაპტირება, სტრატეგიის განსაზღვრა, საჭირო კავშირების დამყარება, პოლიგრაფიული მასალების მომზადება და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მოხვდა.

"გასულ წელს ტურისტული ცენტრის ტურისტებისათვის ადაპტირება მოხერხდა. ვეცადეთ, ისინი კომფორტულად ყოფილიყვნენ ჩვენს საინფორმაციო სივრცეში. წელს 8 მედიატური ჩავატარეთ, რაშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გვეხმარებოდა. გვქონდა "ბიბისის", "სიენენის", "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ჟურნალისტებისათვის ჩვენი ქალაქის გაცნობის საშუალება,"-განაცხადა ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

ააიპის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში ტურისტების ნაკადის 76%-იანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება ვიზიტორებს ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილს გერმანია, მეორეს პოლონეთი, ხოლო მესამეს რუსეთი იკავებს. ათეული შემდეგნაირია:



გაწეული საქმიანობის ანგარიშში ქუთაისის ტურისტული არტ რუკაც მოხვდა, რომელიც ქალაქისთვის თბილისიდან მოწვეულმა მხატვარმა ელენე მელქაძემ შექმნა. რუკას დათო ტურაშვილის მიერ დაწერილი ტექსტიც ახლავს.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს. ააიპი ქალაქის ბრენდინგს, ფესტივალებისა და პლენერების ორგანიზებას, ებრაული კვარტალის მოწყობას, ფლორისტულ პროექტებსა და საკემპინგე სივრცეების მოწყობას აპირებს. იგეგმება გასტრონომიული ფესტივალის ჩატარებაც.

როგორც ტურიზმის ცენტრში განაცხადეს, სავარაუდოდ, ბრენდინგისა და საიმიჯო კლიპის დამზადებას ის კომპანიები უზრუნველყოფენ, რომელთაც ანალოგიური კლიპი ბათუმისა და თბილისისათვის დაამზადეს.

| Print |