პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებს მრავალეროვნული სწავლების გახსნის ცერემონიაზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებსა და დაინტერესებულ
პირებს მრავალეროვნული სწავლების გახსნის ცერემონიაზე "ღირსეული პარტნიორი 2018" დასწრების შესაძლებლობას აძლევს.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "Noble Partner 2018" ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიხსნება.

ღონისძიება 1-ლ აგვისტოს გაიმართება.

ცერემონიაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ და სარეგისტრაციო ბმული: "Noble Partner 2018"


რეგისტრაცია 2018 წლის 27 ივლისს, 17:00 საათზე დასრულდება.
| Print |