გადავა თუ არა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში?

– ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქუთაისში პარლამენტის ადგილმდებარეობა კონსტიტუციურად გაიწერა. საჯარო განხილვებისა და შეხვედრების მიუხედავად “ქართული ოცნების” მმართველმა კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება შეძლო, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები საკითხის ხელახლა გააქტიურებისას ამტკიცებენ, რომ პარლამენტი ქუთაისში რჩება, საპირისპიროს ამტკიცებს საკანომდებლო ცვლილებები.
მაგალითად, ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი, შესაძლოა რეგლამენტიდანაც გაქრეს. საკითხი გასულ კვირას ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუთაისი პარლამენტის ადგილად აღარ უნდა განისაზღვროს.

ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *