პოლიტიკა
"საკვები ლაბორატორიულ შემოწმებაზეა გაგზავნილი"-მადლიერების სახლში ბრალდებებს უარყოფენ
ქუთაისის მადლიერების სახლში უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეების ბრალდებებს უარყოფენ.

მადლიერების სახლის დირექტორი თამთა ბაკურაძე აცხადებს, რომ სანიტარული ნორმები წესრიგშია.

"საკვები ლაბორატორიულ შემოწმებაზეა გაგზავნილი, რათა დადგინდეს, რა აღმოაჩინეს ბენეფიციარებმა მასში. უკეთესი იქნება, ბენეფიციარებმა სახლში წაღებამდე შეამოწმონ პროდუქტი. რთულია, სამი-ოთხი დღის შემდეგ დაბრუნებულ საკვებზე საუბარი,"-განაცხადა თამთა ბაკურაძემ.

რაც შეეხება ადმინისტრაციის მხრიდან ბენეფიციარებისათვის შეურაცხყოფის მიყენებას, თამთა ბაკურაძე აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ მომსახურე პერსონალი კვებითი პროგრამით მოსარგებლეებს მეგობრულად ეპყრობა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები უხარისხო საკვების შესახებ საუბრობენ. უფასო კვებითი პროგრამით მოსარგებლეები განმარტავენ, რომ მათთვის განკუთვნილი კერძები სანიტარული ნორმების დარღვევით მზადდება. ბენეფიციარების თქმით, ხარვეზები მადლიერების სახლში დიდი ხნის განმავლობაში ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა გართულდა.

მადლიერების სახლის პროგრამით მოსარგებლეები განმარტავენ, რომ მათ პრეტენზიით ადმინისტრაციას რამდენჯერმე მიმართეს. მათივე თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან საპასუხოდ აგრესია და შეურაცხყოფა მიიღეს.


| Print |