ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და ვიცე-მერს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც საცხოვრისში მცხოვრებლები აცხადებენ, იუზა უგულავა მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრიდან გამოსული ბენეფიციარები ამბობენ, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გაცნობას მათ კვირის ბოლოს, პარასკევს დაჰპირდნენ. რაც შეეხება საცხოვრებელში არსებულ სიცოცხლისათვის საშიშ პირობებს, ბენეფიციარების თქმით, მერია მათ დროებით რემონტს გაუკეთებს. როგორც საცხოვრისში მცხოვრებლები ამბობენ, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ საქმე სასამართლოს გადაეგზავნა. მათივე ინფორმაციით, მერია მათ შენობიდან მას შემდეგ გაიყვანს, რაც შპს “სანო”, რომელმაც საცხოვრისი გაარემონტა, თანხას დააბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის მერიის წინ, სოციალური საცხოვრისის მცხოვრებები შეიკრიბნენ. ბენეფიციარები ექსპერტიზის შედეგების გაცნობასა და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ქუთაისის მერიაში შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან ორი მათგანი შეუძლოდ გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *