პოლიტიკა
ქუთაისის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
"ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია არ ჰქონდა ქალაქის მერისათვის დაებრალებინა ზეწოლა",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც ზაზა სარალიძის ნათესავებზე ზეწოლა განახორციელეს.

"მოვისმინეთ ზაზა სარალიძის განცხადება, რომ მის ნათესავზე, რომელიც ქუთაისის მერიაში მუშაობს, ქუთაისის მერი და სხვა მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ ზეწოლას. კონკრეტულად, მოითხოვდნენ მისგან გამიჯვნოდნენ იმ პროცესებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია არ ჰქონდა დაებრალებინა ეს ქალაქის მერისათვის. ამიტომ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას. დადგინდეს ყველა ის პირი, რომლებიც ზეწოლაში მონაწილეობდნენ",- განაცხადა გიგა შუშანიამ.


შეგახსენებთ, რომხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ზეწოლაში დაადანაშაულა. სარალიძე აცხადებდა, რომ მისი ცოლის დის ოჯახში მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ და ოჯახის ახლობლებს მისი მეუღლის გადაბირებასა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორებას სთხოვდნენ.

სარალიძის ბრალდებას მაშინ ქუთაისის მერიაში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
მესხიშვილის თეატრს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
მესხიშვილის თეატრს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
"თითოეულ საჯარო მოხელეს ზურაბიშვილის მხარდაჭერთა სიების მოგროვება ევალებათ" - სამსონ გუგავა
12:16 / 18.10.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს
15:52 / 17.10.2018
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
10:44 / 17.10.2018
გუშინ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
ვალუტა
EUR
EUR
3.0921
TRY
TRY
0.4796
USD
USD
2.6972
ამინდი
თბილისი 11 - 21 °C
img
ქუთაისი 12 - 19 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img