პოლიტიკა
სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემების გადაჭრა ქუთაისის მერიამ სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვა
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილია დოკუმენტაცია, შეუსაბამოა პროექტი და საცხოვრებელში ბენეფიციარებისათვის საშიში პირობებია.

" ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია",- ნათქვამია დასკვნაში.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საცხოვრისში გამოვლენილი ხარვეზებისა და დარღვევების აღმოფხვრა მერიამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მოსთხოვა.

"ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე მომხდარიყო ზუსტი დასკვნების დადება, რათა გვემოქმედა შესაბამისად. როგორც იცით, დასკვნა უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ველოდებით შედეგებს. სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობებით პრობლემების წარმოქმნისთანავე დავინტერესდით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეწვია ექსპერტიზა, რომელიც ზუსტ დასკვნას დადებდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი გამოიკვეთა, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება უკვე მოვთხოვეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,სანოს","-განაცხადა ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები ქუთაისის ვიცე-მერს იუზა უგულავას შეხვდნენ. საცხოვრისში მცხოვრებლები ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასა და ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვდნენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატი
18:57 / 09.12.2018
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი
პრესკონფერენცია გაიმართა.
14:12 / 07.12.2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.
ახალი ამბები
"უკიდურესად მძიმე პირობებში კვლავ რჩებიან ადამიანები ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში"
14:12 / 07.12.2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.
თეთრ ხიდზე დეკორატიული ქვების შეტანის გამო, შესაძლოა, კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდეს
16:05 / 06.12.2018
თეთრ ხიდზე ქვების შეტანის გამო, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ალმა რუს საქართველო" შესაძლოა, 2 000 ლარით დაჯარიმდეს.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, "ალმა რუს საქართველომ" 185 000 ლარი უნდა დააბრუნოს
15:50 / 06.12.2018
"ალმა რუს საქართველოს", რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებდა,
"ქუთაისში მოქალაქეების 70 % პარკირების გადასახადს არ იხდის"
13:25 / 06.12.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევას ეხმაურებიან.
"რეორგანიზაცია არასასურველი კადრების მოშორებას ემსახურება"
12:25 / 06.12.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე მერიაში დაგეგმილი
ქუთაისის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი საუკეთესო ინიციატივის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
18:21 / 05.12.2018
ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების ონლან შერჩევის ეტაპს იწყებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0324
TRY
TRY
0.4992
USD
USD
2.6682
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 8 - 15 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img