ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიის სპორტის

ააიპისა და მისი ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი კიკვაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ირაკლი კიკვაძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიკვაძის სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის დარღვევად ჩაითვალა და ააიპ-მა მას 4 თვის განაცდური უნდა აუნაზღაუროს.

რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, მოსამართლემ სარჩელის აღნიშნული ნაწილი არ დააკმაყოფილა.

“სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. გასაჩივრებდი, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული, რაც სასამართლომ დაადასტურა. რაც სამსახურში აღდგენას, ივნისის ბოლოს ხელშეკრულება მაინც წყდებოდა.  ჩემთვის პრინციპის საკითხია, რომ სასამართლომ ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაადასტურა,”-განაცხადა კიკვაძემ.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დარინა აბულაძემ მიიღო. ირაკლი კიკვაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი ნატა გოგიაშვილი იცავდა.

ლეიბორისტული პარტიის” წევრი და ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან მიმდინარე წელს გაათავისუფლეს. კიკვაძე აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება ქალაქის მერის კაბინეტში გადაწყდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *