პოლიტიკა
"ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება"
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკრებულოს დეპუტატის მერაბ მეშველიანის განცხადება რეალობას მოკლებულია. მერიაში განმარტავენ, რომ დასრულებული რეორგანიზაციის პროცესი ფუნქციების დუბლირების თავიდან აცილებასა და სახელფასო თანხების დაზოგვას ემსახურებოდა.

"ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატის განცხადება, გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე, სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული, რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და 30-შტატგარეშედ. ახლა, ეს რიცხვი 298 -მდეა შემცირებული. ელემენტარული მათემატიკაა საჭირო მივხვდეთ, რომ ახლა ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია. ოპოზიციის განცხადება, აქტივის დასაქმებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან უხერხულია, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასაქმებული ათასობით აქტივისტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხმების მოსაზიდად. ჩვენი მმართველობის პირობებში ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება და სახელფასო თანხების დაზოგვა მოგვეხდინა. ამიტომ გაუქმდა ერთი სამსახური და მოხდა თანხების გადანაწილება,"-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა რაოდენობასა და მათ წლიურ ანაზღაურება გააპროტესტა. ოპოზიციური პარტიის კვლევის თანახმად, ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების თანამშრომლების ანაზღაურება ბიუჯეტიდან წელიწადში 18 მილიონი ლარით ფინანსდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
მესხიშვილის თეატრს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
მესხიშვილის თეატრს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
"თითოეულ საჯარო მოხელეს ზურაბიშვილის მხარდაჭერთა სიების მოგროვება ევალებათ" - სამსონ გუგავა
12:16 / 18.10.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს
15:52 / 17.10.2018
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
10:44 / 17.10.2018
გუშინ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
ვალუტა
EUR
EUR
3.0921
TRY
TRY
0.4796
USD
USD
2.6972
ამინდი
თბილისი 11 - 23 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img