პოლიტიკა
ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების თანამშრომლების ანაზღაურება ბიუჯეტიდან წელიწადში 18 მილიონი ლარით ფინანსდება
"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა რაოდენობასა და მათ წლიურ ანაზღაურებას აპროტესტებს.

პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ააიპებსა და შპს-ებში 3600 ადამიანზე მეტია დასაქმებული, რომელთა ყოველწლიური ანაზღაურება ქუთაისის ბიუჯეტს 18 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. მათივე ინფორმაციით, მერიასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში საერო ჯამში 4 300 თანამშრომელი მუშაობს. ჯამში მათი ყოველწლიური ანაზღაურება კი 23 მილიონ ლარზე მეტია.

"ევროპული საქართველოდან" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ შტატები ააიპებსა და შპს-ებში გაბერილია და იქ თანამშრომლები მხოლოდ პარტიული აქტივობიდან გამომდინარეა შერჩეული.

"მიგვაჩნია, რომ ხდება გარკვეული ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება. გაზრდილია შტატები და ხელფასები,"-აცხადებენ "ევროპულ საქართველოში".

ოპოზიციური პარტია ქუთაისის მერიას შტატების გადახედვისაკენ  და არსებული ფინანსური რესურსების სხვა საკითხების მოსაგვარებლად გამოყენებისაკენ მოუწოდებს.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში 11 ააიპი და 4 შპს-ა.

თვითმმართველობაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.





| Print |