პოლიტიკა
მსჯელობს თუ არა სასამართლო შშმ პირთათვის მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ?
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" კვლევის "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების" მეორე ნაწილი წარადგინა.

კვლევაში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შშმ პირთათვის მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, პოლონეთის გამოცდილება შშმ პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით და სხვა.

აღნიშნული კვლევა იმერეთის რეგიონში არსებული სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.

"კვლევაზე მუშაობის დროს გამოვითხოვეთ ინფორმაცია სასამართლოებიდან. გვქონდა 4 ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ. მათ შორის: სოც. მუშაკებთან, ადვოკატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და თავად შშმ პირებთან. კვლევაში აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რამდენად მსჯელობს სასამართლო შშმ პირთათვის მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა რაოდენობის საქმეები იქნა განხილული. საბოლოო ჯამში, დადგინდა რომ 2015 წლის აპრილიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით 1031 განცხადებაა შესული სასამართლოებში. არც ერთ შემთხვევაში სასამართლოს არ უმსჯელია მხარდაჭერის მიმღები პირისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების თაობაზე,"-განაცხადა "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.



კვლევაში სხვადასხვა რეკომენდაციებია წარმოდგენილი, მათ შორის:

1)      ადაპტირებული ინფრასტრუქტურული გარემოს აუცილებლობა;

2)      ადაპტირებული ტრანსპორტის საჭიროება შშმ პირთა გადაადგილებისათვის;

3)      შშმ პირთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა მათი საარჩევნო უფლებების შესახებ და სხვა.

კვლევა USAID-ისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

საიას აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის თქმით, შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისი პირებისათვის წარდგენა იგეგმება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად ადაპტირდება.
15:58 / 16.02.2019
ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ადაპტირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,
გიორგი ქობულიამ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების
14:21 / 16.02.2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ
17:43 / 14.02.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ
14:09 / 14.02.2019
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ქუთაისში ახლადგახსნილ სკეიტპარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობენ.
ვალუტა
EUR
EUR
2.9791
TRY
TRY
0.5010
USD
USD
2.6413
«« თებერვალი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123
ამინდი
თბილისი 2 - 7 °C
img
ქუთაისი 3 - 6 °C
img
ბათუმი 4 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოშია

პრეზიდენტი წყალტუბოშია. სალომე ზურაბიშვილმა პირველად გუდიაშვილის პანო მოინახულა, შემდეგ კი სანატორიუმ მეშახტეთი დაინტერესდა.

11:35 / 09.02.2019
როგორ გამოიყურება "ყველაზე ლამაზი აივანი"-ნომინაციაში ქუთაისელმა ქალბატონმა გაიმარჯვა

კონკურსის "სუფთა რეგიონი"-ს ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვება ქუთაისელმა ქალბატონმა მოიპვა.

21:22 / 22.01.2019
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტებს ახალი შენობები ექნებათ
ქუთაისში, "ავანგარდის", "პასილოკისა" და გამარჯვების მუნიციპალიტეტების
14:02 / 04.02.2019
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება
ქუთაისში მეოთხე პოლიკლინიკის ავანგარდის  ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმებაა. ქუთაისის
14:35 / 04.02.2019