ევროპის დღეების ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისათვის

მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება ამ ღონისძიებას კოოპერატივების წარმომადგენლბი დაესწრებიან.

“ევროპის დღეების ფარგლებში, იმერეთში ძირითადად დი-სი-ეფ-ტი-ეი შესაძლებლობებზე სოფლის მეურნეობის კუთხით გაგვეკეთებინა უფრო მეტი აქცენტი. ამიტომ დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება როგორც ფერმერებისათვის, ისე მეწარმეებისათვის და კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის.” – განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ.

იმერეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი, როგორც სპორტული ისე, კულტურული. ხონსა და ტყიბულში თემატურად კედლები მოიხატება.

“უფრო მეტად მუნიციპალურ დონეზე გავედით. ქუთაისში იმდენად არ ვართ დატვირთული. თუმცა, ივნისის დასაწყისში, ქუთაისში მერიასთან ერთად ვგეგმავთ ისეთივე აქტივობას, როგორც თბილისში იყო ევროპის დღეებთან დაკავშირებით რიყის პარკში. ქუთაისში, სავარაუდოდ, 2 ივნისს გაიმართება ღონისძიებები.”- აღნიშნა მარიკა ვაჭარაძემ.

ქუთაისში ევროპის დღეების ორგანიზებას ევროკავშირი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან და ადგილობრივი ხელისუფლებასთან პარტნიორობით გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *