ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,

#54 საარჩევნო ოლქის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 41,1 პროცენტი შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი ვანსა და ხონში ამ დროისათვის 19 ათას 789 ამომრჩეველმა მოიხდა.

#54 საარჩევო ოლქში სულ 48 123 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული.

60 საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიღო და საღამოს რვა საათზე დაიხურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *