ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საქმიანობის 100 დღეს შეაფასებს.

100 დღიანი საქმიანობის შედეგების შეჯამებას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა 30 აპრილს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა სავარძელი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ​ მეორე ტურში გამარჯვებით დაიკავა. პირველი ტურში, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა “ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %. მეორე ტურში, გიორგი ჭიღვარიას მხარი ამომრჩევლის 87.55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი- 12.45%-მა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *