“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” ვანისა და ხონის

მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ტუსკაძე ზეწოლის შესახებ საუბრობს. ტუსკაძის თქმით, უცნობმა პიროვნებამ შტაბის ხელმძღვანელს დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა.

“წუხელ, საღამოს ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელს ვიღაც პიროვნებამ შეურაცხყოფა ტელეფონით მიაყენა. ხელმძღვანელმა ტელეფონის ნომერი გადმომიგზავნა და დღეს დილით დავუკავშირდი. ამბობდა, რომ ვიღაც ბიჭები ჰყავდა ჩამოყვანილი თბილისიდან და მე მათთვის ფული უნდა მიმეცა,”-აცხადებს ტუსკაძე.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განმარტა, ხურციძე მას სატელეფონო საუბარში ვანში არ შეშვებით დაემუქრა და განუცხადა, რომ მას ხონში პასუხს კაკო ბობოხიძე მოსთხოვდა, რომელიც გიგი უგულავას შტაბის უფროსია.

მამუკა ტუსკაძემ სამართალდამცავებს უკვე მიმართა.

არჩევნები ვანსა და ხონში ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *