“მიმდინარე წელს საქართველოში

ძალადობის მსხვერპლი 1000-მდე ქალი გახდა”-აღნიშნულის შესახებ ქუთაისში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

სპიკერებმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და მისი განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

“დღევანდელი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პირველი გასვლითი შეხვედრაა. დეპარტამენტი ახალია და მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით თუ რას საქმიანობს ეს დეპარტამენტი და როგორია მისი მიმართულებები,”-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ.

შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემებს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და მის აღსრულებას, დაკავების დროს არსებულ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს, დევნილთა უფლებებს შეეხო.

“შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ახლადშექმნილი დეპარტამენტის წარმომადგენლებს ესაუბრათ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადაიდგა. ასევე, გვინდოდა შეგვეჯამებინა ის გამოწვევები და არსებული პრობლემები, რომლებიც მომავალში უნდა გადაიჭრას,”-განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები დაესწრნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *