პოლიტიკა
"ჩვენ აღვასრულეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შეთანხმება არ ყოფილა"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ. განცხადებას, რომ შპს "მადლის" უკან "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას, თვითმმართველობაში უარყოფენ. ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, თვითმმართველობამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღასრულა და პოლიტიკური მოტივით რაიმე სახის შეთანხმება არ მომხდარა.

"2013 წელს მოხდა შპს "მადლისთვის" მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემა. 2014 წელს კი მერის ბრძანებით გაუქმდა ეს გადაწყვეტილება. ხელშეკრულება გაუქმდა მოსახლეობის მოთხოვნისა და იჯარის ხელშეკრულებების დადებისას სამართლებრივი დარღვევების არსებობის გამო. აღნიშნული შპს "მადლმა" გაასაჩივრა სასამართლოში. საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიარა. საბოლოოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმება იყო უკანონო. "მადლთან" არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, არც გოჩა თევდორაძესთან და არც "პატრიოტთა ალიანსთან". ჩვენ აღვასრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის არ აღსრულებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულად ითვლება. "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს ზეპირად, თუმცა, შეუძლიათ, სასამართლო გადაწყვეტილება ამოიღონ. ნახონ სასამართლო სხდომის ოქმიც და იქ მიმდინარე დავაც. ჩვენ აღვასრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შეთანხმება არ ყოფილა,"-განაცხადა გიორგაძემ.

მიღებული გადაწყვეტილება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გააპროტესტა. პარტიაში ამბობენ, რომ ერთი მხრივ, მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახესა და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს.

შეგახსენებთ,  რომ  შპს "მადლი" ქუთაისში საკვები პროდუქტების გასაყიდ 16 ჯიხურს დადგამს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში






იმერეთის გუბერნიამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას
უმასპინძლა.
13:19 / 22.05.2018
იმერეთის გუბერნიამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა.






შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 270 ბენეფიციარს
11:52 / 22.05.2018
შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 270 ბენეფიციარს
00:00 / 22.05.2018
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის






ქუთაისის მერიაში
14:33 / 21.05.2018
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს.
ახალი ამბები
იმერეთში, სოფლის მეურნეობის სფეროში, შესაძლოა, ჩინურმა მხარემ ინვესტიცია ჩადოს
13:19 / 22.05.2018
იმერეთის გუბერნიამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა.
 შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია წელს  270 ბენეფიციარს გაგზავნის
11:52 / 22.05.2018
შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 270 ბენეფიციარს
"მუხნარის ტყე კვდომას განიცდის"
00:00 / 22.05.2018
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
"ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება"
14:33 / 21.05.2018
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს.
სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას 8 ივნისს გამოაცხადებს
14:52 / 15.05.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" წინააღმდეგ
წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეა წარადგინეს
18:18 / 12.05.2018
წყალტუბოს საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი სარბაზის
"ქალაქის მერიამ ქონება იჯარით აუქციონის წესით უნდა გასცეს"
16:13 / 10.05.2018
ქუთაისის მერიამ 2017 წელს იჯარით 37 ქონება გასცა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8869
TRY
TRY
0.5319
USD
USD
2.4438
ამინდი
თბილისი 15 - 30 °C
img
ქუთაისი 16 - 29 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img