ქუთაისში პარკირების წესში ცვლილებები შედის.

როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, პარკირების წესის დარღვევად ავტომანქანებიდან გარკვეული პროდუქტების რეალიზაცია ჩაითვლება.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განმარტა, აღნიშნული წესის დარღვევისათვის 10 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული.

აღნიშნული საკითხი განსახილველად ქუთაისის საკრებულოს სხდომაზეც გავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *