პოლიტიკა
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ხონსა და ვანში ამომრჩევლებს შეხვდა
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

ჭიჭინაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: სალხინოს, გაღმა სალხინოს, დიხაშხოსა და ისრითის ამომრჩევლებს შეხვდა. პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

,,2016–2017 წლებში ვანის მუნიციპალიტეტში არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა. გაშენდა ხილის ბაღები, დაფინანსდა და შეიქმნა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 62 ბენეფიციარი, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ეგიდით გაიხსნა ახალი წარმოება შპს ,,ფერეთას ჩაი". დასაქმდნენ ადგილობრივები. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი სოფელი,"– განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა შუალედური არჩევნებისთვის ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ოფიციალურად წარადგინა. იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა 23 მარტს დატოვა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
ახალი ამბები
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
"სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად"
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ქუთაისში ყოფილი ციხის შენობის პრივატიზება იგეგმება
14:10 / 21.09.2018
ქუთაისში, ტაბიძისა და მალანიას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე
ვალუტა
EUR
EUR
3.0854
TRY
TRY
0.4172
USD
USD
2.6216
ამინდი
თბილისი 14 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 26 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img