“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”

ქუთაისის ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას აპროტესტებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის აეროპორტთან ტურისტული ჰაბისა და სასტუმროების მშენებლობა ქალაქს სიცოცხლეს წაართმევს.

“ქუთაისი შემოსავლის ნაწილს ტურიზმიდან იღებს. ქალაქში გაიზარდა მცირე და საშუალო სასტუმროების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ფული ამოიღოს ქუთაისელთა ჯიბეებიდან და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირების ჯიბეებში გადაიტანოს,”-განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის განხორციელება ქალაქს ზარალს მოუტანს და არსებული სასტუმროები დაიხურება.

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მშენებლობის სხვა ლოკაციას სთავაზობს. საუბარია ქუთაისში, ყოფილი ციხისა და ძველი ყაზარმების ტერიტორიაზე.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება აღნიშნულ პროექტს აეროპორტის ტერიტორიაზე განახორციელებს, ქალაქი ამ დარტყმას ვეღარ გაუძლებს და მოსახლეობისაგან დაიცლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *